"ფორმულა 1-ში" იაპონიის გრანპრი გაუქმდა

"ფორმულა 1-ში" იაპონიის გრანპრი, რომელიც 2021 წლის 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, არ ჩატარდება. 

ბოლო პერიოდში, იაპონიაში გაუარესდა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია, რის გამოც, ზოგიერთ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული.

2020 წელს, „სუძუკას“ ავტოდრომზე ანალოგიური მიზეზით არ ჩატარდა იაპონიის გრანპრი.