ფრანგმა პილოტმა ცეცხლში 32 წამი გაატარა - VIDEO - PHOTO

ბაჰრეინის ღამის გრანპრი, რომელიც "მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა მოიგო, ლამის ტრაგედიით დასრულდა. ფრანგი რომენ გროსჟანი პირველ წრეზე ავარიაში მოჰყვა. ის დანიილ კვიატის შეეჯახა, ბოლიდი ორ ნაწილად გაიხლიჩა და ცეცხლი გაუჩნდა.

გროსჟანმა ცეცხლში 30 წამზე მეტი გაატარა, მაგრამ შეძლო ბოლიდიდან ამოსვლა.