გამოკითხვის ორი ნომინაციაში ქართველები იბრძოლებენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2021 წლის სეზონის მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვას აწყობს. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ორ ნომინაციაში წარდგენილნი არიან ქართველი ძიუდოისტები.  ლაშა შავდათუაშვილი – „წლის საუკეთესო ძიუდოისტის“ და ილია სულამანიძე – „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაში.

გამოკითხვა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ხმის მიცემა, ყოველ 24 საათში ერთხელ, შეიძლება ლინკზე – https://awards.ijf.org/.