განაცხადი ოლიმპიადაზე არ გაგზავნილა - ქართველი ჩოგბურთელის სკანდალი

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ოლიმპიურ კომიტეტს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2020 წლის ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა, რადგან მისი განაცხადი დადგენილი წესით არ გაგზავნილა. 

"ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაგზავნილა. ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა". - წერს კალაშნიკოვა Twitter-ზე.