გიგა ჭიკაძემ გამარჯვების შემდეგ გულშემატკივარს ქართულად მიმართა - VIDEO

ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძემ UFC-ს მთავარ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მაყურებელს ქართულად მიმართა. 

"როცა ვიბრძვი სამი მილიონი ადამიანი ერთიანდება. გილოცავთ მარიამობას", - თქვა მან. 

დარბაზში მყოფ მაყურებელს ქართული შეძახილიც ასწავლა და სამჯერ ათქმევინა გაუმარ-ჯოს.