გიგა ჯანელიძის დებიუტი "ნაპოლიში"

გიგა ჯანელიძემ იტალიის სერია ა 2-ში „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ რომ 24 წლის ფორვარდი ნეაპოლურ გუნდში „ტრიესტედან“ გადაბარგდა. ჯანელიძემ პირველ შეხვედრაში, "ბენაკუისტას" წინააღმდეგ ხუთი ქულა დააგროვა. ბურთი არც ერთხელ დაუკარგავს, 4 ფოლი მიიიღო. მის წინააღმდეგ კი წესი ორჯერ დაარღვიეს. „ნაპოლის“ სერია ა 2-ში 13 მოგება და 11 მარცხი აქვს და მეცხრე ადგილზე იმყოფება.