გილოცავთ, ვულოცავ ნინას და მის ყველა გულშემატკივარს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნინა თიბილაშვილს პირველი პარალიმპური მედლის მოპოვებას ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

“გილოცავთ! ნინა თიბილაშვილმა პირველი პარალიმპიური მედალი მოუპოვა საქართველოს.

ვულოცავ ნინას და მის ყველა გულშემატკივარს”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.