გიორგი აბურჯანია შესაძლოა ესპანეთში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია შესაძლოა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდეს. როგორც ესპანური საიტი lavozdeasturias.es-ი იტყობინება ქართველი ფეხბურთელი "რეალ ოვიედოს" მიუახლოვდა.

შეგახსენებთ რომ გიორგი "სევილიას" საკუთრებაა და ამჟამად ჰოლანდიური "ტვენტეს" ღირსებას იცავს. აღსანიშნავია რომ "ოვიედომ" სეგუნდა დივიზიონის უკანასკნელ სეზონში მე-15 ადგილი დაიკავა.