გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადშია

"გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში "კორტრიკთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა.

განაცხადში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაიაც მოხვდა.

"გენტისა" და "კორტრიკის" შეხვედრა 15 აგვისტოს თბილისის დროით 21:00საათზე დაიწყება.