გიორგი მაკარიძის მომავალზე "სეტუბალის" პრეზიდენტმა ისაუბრა

პორტუგალიური კლუბის, ვიტორია სეტუბალის პრეზიდენტმა, ვიტორ უგო ვალენტემ, ქართველ კიპერ გიორგი მაკარიძეზე ისაუბრა. გუნდის მაღალჩინოსნის თქმით ქართველი კარის დარაჯი, სეტუბალში მინიმუმ ზაფხულამდე დარჩება. პრეზიდენტის თქმით საქართველოს ნაკრების მეკარე არც სპორტინგში გადადის და არც ბენფიკაში. შეგახსენებთ რომ გიორგი მაკარიძე შესანიშნავ ფორმაშია და გამორჩეულ სეზონს ატარებს.