გიორგი მიქაუტაძე ბელგიას იპყრობს

ბელგიის პირველი ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე 5:2 დაამარცხა "ლიერსი".

19 წლის მიქაუტაძემ ამჯერად ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 9 გოლია. შეგახსენებთ რომ ქართული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი "მეცის" საკუთრებაა და სავარაუდოდ ისინი მიქაუტაძე დაიბრუნებენ.