გიორგი შერაზადიშვილი ფინალშია

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში 81კგ-ში მოასპარეზე გიორგი შერაზადიშვილი ფინალში გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში სუფთა გამარჯვებით უკრაინელი ძიუდოისტი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ფინალურ ბლოკში აზერბაიჯანელ ან რუს სპორტსმენთან იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.