გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის საუკეთესო ცენტრად აღიარეს

გიორგი შერმადინმა ესპანური ლიგის საუკეთესო ცენტრის ტიტული მოიპოვა. "ტენერიფეს" ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო ხუთეულში დაიკავა ადგილი. 

სხვა პოზიციები ასე გადანაწილდა:  ფაკუნდო კამპაცო (რეალი, გამთამაშებელი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი, მსროლელი), ალექს ბუტილი (უნიკახა, ფრთა), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, ფორვარდი).

შერმადინმა ადგილი ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში უკვე მეორედ მოიპოვა. ეს მან პირველად 2016-2017 წლების სეზონში მოახერხა, როცა “ანდორაში” თამაშობდა.

გამარჯვებულები გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა გამოავლინეს.