გლდანში საფეხბურთო ცენტრი აშენდება

გლდანში საფეხბურთო ცენტრი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საფეხბურთო ცენტრი, გლდანის მე-7 მკრ-ში, ყოფილი რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. საფეხბურთო ცენტრში ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, დამონტაჟდება 230 – 250 ლუქსიანი განათება, 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.