გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. 

გადადგომის მიზეზად ქართულ რაგბში არსებული კრიზისი და საქართველოს ჩემპიონატის განუახლებლობა სახელდება.

შეგახსენებთ რომ გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.