გოგა ბითაძე საინტერესო წამოწყებაში ჩაერთო

კორონავირუსის მანდემიის გამო "ინდიანა პეისერსი" და ინდიანაპოლისის საჯარო ბიბლიოთეკა ერთობლივ პროექტს იწყებენ. გუნდის კალათბურთელები, კარანტინში მყოფ ბავშვებს ზღაპრებს წაუკითხავენ. ღონისძიებაში მონაწილეობას ინდიანას ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძეც მიიღებს, რომელიც ზღაპარ Basketball Break-ს წაიკითხავს. შეგახსენებთ რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაის სეზონი, ვირუსის პანდემიის გამო 12 მარტს შეწყდა.