გოგა ბითაძემ G League-ში გაიბრწყინა - VIDEO

„ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ G League-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრის გუნდი, „ფორტ უეინ მედ ენთსი“ „დელავერ ბლუ ქოუსთს“ შეხვდა და მეტოქე 136-102 დაამარცხა.

ბითაძემ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. გოგამ პარკეტზე 34 წუთი გაატარა. ქართველმა აქტივში აქტივში 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.