გოგა ბითაძის მორიგი წარმატებული მატჩი G ლიგაში - VIDEO

"ინდიანა პეისერმა" გოგა ბითაძე კვლავ G League-ში გაუშვა. "ფორტ ვეინ მედ ენტსის" მაისურით, 20 წლის ქართველმა ცენტრმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა. "მედ ენტსი" "კანტონ ჩარჯს" ესტუმრა და 106:111 დამარცხდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 13 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარებაა.