გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი კარატისტმა გოგიტა არქანიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონობისთვის ბრძოლის ფინალში მან იტალიელი სიმონე მარინე დაამარცხა და უმაღლესი ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა. 

მსოფლიო ჩემპიონატი დუბაიში ტარდება. 

37 წლის სპორტსმენმა წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, სადაც მე-5 ადგილი მოიპოვა.