ლიონელ მესის ახალი მეტსახელი აქვს

არგენტინის ნაკრების ლიდერს ლიონელ მესის ახალი მეტსახელი მოუგონეს. სოციალურ ქსელებში 34 წლის ფორვარდს „ანკარა მესის“ უწოდებენ. 

ახალი მეტსახელი მესის არგენტინელმა იუთუბერმა ლუკიტა როდრიგეს შეარქვა. მან თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მესის 14 წლის წინანდელი ცნობილი ვიდეო, სადაც მესიმ შვიდი-რვა ფეხბურთელი მოატყუა და გოლი გაიტანა, კომენტატორმა კი რამდენჯერმე გაიმეორა – „ანკარა მესი, ანკარა მესი“.  კომენტატორი კატალონურად ამბობდა – Encara Messi, რაც ნიშნავს, - „ისევ მესი“.

არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 4 ივლისს ეკვადორს შეხვდება.