გუდაურში ფრისტაილის პირველი შეჯიბრი მიმდინარეობს

გუდაურში ფრისტაილის პირველი შეჯიბრი მიმდინარეობს. სპორტსმენები სლოუფ სთაილის, ბიგ ეარის და კროსის სტილებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

"იმის მიუხედავად, რომ 2020-2021 ზამთრის სეზონს ფიზიკურად დატვირთვის ნიშნები არ ჰქონდა, საბაგიროებისა და კურორტების გახსნისთანავე დიდი ტალღასავით გააქტიურდა ზამთრის სპორტი და ისიც აღსანიშნავია, რომ კლიმატური მდგომარეობაც ხელს გვიწყობს", - აცხადებენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში. 

ტურნირი 11 აპრილს დასრულდება.