გურამ კაშიას "ვიტესი" საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ჰოლანდიის საფეხბურთო გუნდი "ვიტესი" დღევანდელ ისტორიულ მატჩში წარმატებას უსურვებს. ამის შესახებ გუნდის facebook-ის გვერდზე წერია. 

შეგახსენებთ, რომ "ვიტესი" ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზიაშვილის ყოფილი გუნიდა.

"ამაღამ საქართველო 2021 წლის ევროპის ლიგის შესარჩევ ფინალში თამაშობს. წარმატებები, ბიჭებო" - წერს ჰოლანდიური გუნდი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს გუნდს 30-წლიან ისტორიაში პირველად აქვს ასეთი შანსი. მოგების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 21 საათზე საიწყება და მაყურებლის გარეშე ჩატარდება.