გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგის ათეულშია

დიუსელდორფის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა. სასიხარულოა, რომ 25 წლის გურამ თუშიშვილი 5951 სარეიტინგო ქულით რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. ვაჟთა გაერთიანებულ რეიტინგს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ლიდერობს.

ათეული ასე გამოიყურება:


1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი, -90 კგ)

2. საგი მუკი (ისრაელი, -81 კგ)

3. მატიას კასე (ბელგია, -81 კგ)

4. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი, +100 კგ)

5. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია, +100 კგ)

6. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია, -60 კგ)

7. გურამ თუშიშვილი (საქართველო, +100 კგ)

8. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი, -73 კგ)

9. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი, -60 კგ)

10. მიხაელ კორელი (ნიდერლანდები, -100 კგ)