გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო.

ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა.

შეგახსენებთ, ნახევარფინალში კი ქართველი მძიმეწონოსანი რუს ტამირლან ბაშაევთს შეხვდა და მოწინააღმდეგეს ორი ვაზარით აჯობა.