პელე: ერთ დღეს, მე და დიეგო ზეცაში ვითამაშებთ ფეხბურთს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

„რა სამწუხარო ამბავია. მე ძვირფასი მეგობარი დავკარგე, ხოლო მსოფლიომ ლეგენდა. იმედი მაქვს, ერთ დღეს მე და დიეგო ზეცაში ფეხბურთის ერთად ვითამაშებთ“, - განაცხადა პელემ.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.