ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კორონავირუსი 35 მოთამაშეს აღმოაჩნდა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გამოაცხადა, რომ კორნავირუსი ოთხ ათეულამდე მოთამაშეს დაუდასტურდა.

სეზონის განახლების მეორე ეტაპის რანგში 396-მა მოთამაშემ კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა. აქედან 35 ჰოკეისტს ინფექცია აღმოაჩნდა. 

შეგახსენებთ რომ Nhl-ში სეზონი  გაფართოებული პლეი ოფით განახლდება, რომელშიც 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.