იაკობ ქაჯაია ოლიმპიური თამაშების ფინალშია

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია. მძიმეწონოსანმა მოჭიდავემ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩილელი აკოსტა ფერნანდეზი დაამარცხა.

ის ხვალ კუბელ მიან ლოპეზ ნუნეზს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში თურქ მეტოქეს მოუგო და ოლიმპიური ფინალისთვის ემზადება.