იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მონაწილემ ჩამქრალი ჩირაღდნით ირბინა - PHOTO

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც იაპონიაში, ფუკუშიმას პრეფექტურაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ 25 მარტს დაიწყო, თავისი მონაკვეთი ჩამქრალი ჩირაღდნით გაირბინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NHK ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, ცეცხლი სოფელ იიტატეში ესტაფეტის გადაცემის დროს ჩაქრა, თუმცა მონაწილემ ამას ყურადღება არ მიაქცია.

მონაკვეთის ბოლოს, სათადარიგო ცეცხლის დახმარებით ჩირაღდანი კვლავ აანთეს.

ამასთან, წინა საღამოს ჩირაღდანი ძლიერი ქარის გამო ქრებოდა.

ესტაფეტა საფეხბურთო სასწავლო ცენტრში J-Village დაიწყო. პირველებმა ჩირაღდნები იაპონიის საფეხბურთო ქალთა გუნდის წევრებმა აიღეს ხელში. 2011 წელს სპორტსმენებმა გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. მათი მონაწილეობა ცერემონიაში, ისევე როგორც პრეფექტურის არჩევა, იაპონელებისთვის ღრმად სიმბოლურია. ეს არის ქვეყნის აღდგენის განსახიერება 2011 წლის დამანგრეველი ცუნამისა და ფუკუშიმა -1 ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ.

ოლიმპიური ჩირაღდანი იაპონიის 47-ე პრეფექტურას გაივლის და 121 დღის შემდეგ ესტაფეტა ტოკიოში დასრულდება, სადაც 23 ივლისს ოლიმპიური თამაშები გაიხსნება.