იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა მაყურებლის გარეშე დაიწყება

იაპონიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების გამო ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სტარტს მაყურებელი არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Yomiuri ავრცელებს.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას 3 ათასამდე ადამიანი მიიღებდა, მათ შორის მოწვეული სტუმრები. პროგრამაში სხვადასხვა შემსრულებლის გამოსვლაც იყო. თუმცა იაპონიის ხელისუფლებამ ღონისძიების მასშტაბები მნიშვნელოვნად შეამცირა.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სტარტი 25 მარტს, ფუკუშიმას პრეფექტურის საფეხბურთო საწვრთნელი ცენტრიდან იგეგმება. ღონისძიება 121 დღეს გაგრძელდება. ესტაფეტაში მონაწილეობას 10 ათასამდე ადამიანი მიიღებს.