იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წევრმა თავი მოიკლა

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის საბუღალტრო განყოფილების ხელმძღვანელმა თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Nippon TV ავრცელებს.

მისი ცნობით, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსანი მეტროს ლიანდაგებზე გადახტა.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი მის პროფესიულ საქმიანობას.