იბრაჰიმოვიჩი ცნობილ კომედიურ ფილმში ითამაშებს

მილანისა და შვედეთის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიდ ეკრანზე გამოჩნდება. ის ცნობილი კომედიის, "ასტერიქსი და ობელიქსის" ახალ ეკრანიზაციაში ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ Dild.de ავრცელებს.

39 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სიტყვა "ანტივირუსი", მისი პერსონაჟის სახელი. ფეხბურთელი რომაელის როლს ითამაშებს.

ფილმის რეჟისორია გიომ კანე. იბრაჰიმოვიჩი ცნობილ მსახიობებთან ერთად ითამაშებს, ესენი არიან ოსკაროსანი მერიონ გოტილარდი და ჟილ ლელუში.

გადაღებები გასულ წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ცნობილია, რომ ფილმის ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს აღწევს.