ილჰამ ალიევს ევრო-2020-ის თასი გადაეცა

ევრო-2020-ის თასის ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანში ამ წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს.

ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ჩვენება ბაქოში 7-9 მაისს გაიმართება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გადაეცა. ბაქოს შემდეგ, თასს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩაიტანენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევრო-2020 მატჩები სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. A ჯგუფის 3 შეხვედრა და მეოთხედფინალის ერთი მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.