ილია სულამანიძემ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა - VIDEO

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ მარეკეშში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა.

18 წლის ფალავანი იაპონელმა კაზანარი კამიგაკიმ დაამარცა. ისინი 100 კგ-მდე კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ამ შედეგით იაპონია ოქროს მედლების ფლობით ლიდერია. ამ ქვეყნის ნაკრებმა 6 გამარჯვება მოიპოვა. მას საქართველო 3 ოქროს მედლით მოჰყვება, რომელიც ვლადიმერ ახალკაცმა, ლაშა ბექაურმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 16 ოქტომბერს დაიწყო და კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.