ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ქალი უხელმძღვანელებს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას (FA), ისტორიაში პირველად, ქალი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება FA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის არსებობის 157 წლის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელად დები ჰიუიტი დაინიშნა. მოვალეობის შესრულებას იგი 2022 წლის იანვრიდან შეუდგება. 

დები Visa Europe-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და ბრიტანული რესტორნების და ბარების ქსელის, The Restaurant Group-ის ხელმძღვანელია.

2011 წელს ბიზნესში მიღწეული მიღწევებისთვის დები ჰიუიტს  ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიენიჭა.