ირაკლი ბუღრიძე თბილისის დინამოს ფეხბურთელია

თბილისის დინამოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით მათ კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინეს. დინამოს რიგები საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა, ირაკლი ბუღრიძემ გააძლიერა. 22 წლის ფეხბურთელი თბილისური კლუბის აღზრდილია. ბუღრიძე სხვადასხვა დროს ლოკომოტივის, ჩიხურას და ბელგიური ბეერსხოტის ღირსებას იცავდა.