ირაკლი მწითური კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ირაკლი მწითური კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. მან 92 კილოგრამ წონით კატეგოარიაში იასპარეზა. ფინალში მწითურმა უკრაინელი დანიილ პიდლიპინეცი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

ტურნირზე მედალი კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა. ნიკა კენჭაძემ 79 კილოგრამ კატეგორიაში - ოქროს და მძიმეწონოსანმა გივი მაჭარაშვილმა - ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.