ირანელმა ოლიმპიადის პრიზიორმა ქალმა სამშობლო დატოვა

ქიმია ალიზადემ, რომელიც ირანის ისტორიაში ოლიმპიადის პრიზიორი ერთადერთი ქალია ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. ამის მიზეზი სპორტსმენის სამშობლოში არსებული ვითარებაა. ალიზადეს თქმით მას არ სურს ირანის მთავრობის "კორუფციასთან და ტყუილთან" ასოცირდებოდეს. შეგახსენებთ რომ ათლეტმა მედალი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოიპოვა