ირმა ხეცურიანი პარაფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იტალიაში გამართულ 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში იტალიელი სპორტსმენი როსანა ასკურინიო ანგარიშით 15:14 დაამარცხა. 

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი ასპარეზობას განაგრძობს. დღეს პარამოფარიკავეები რაპირაში იასპარეზებენ.