ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ვარშავაში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ნახევარფინალში უკრაინელი ნადეჟდა დოლოკი 15:5, ფინალში კი ასევე უკრაინელი ალიონა ფედოტა 15:11 დაამარცხა. 

კიდევ ერთი მედალი, ამ შემთხვევაში - ბრინჯაო, ქართველმა სპორტსმენმა რაპირაში ფარიკაობით გუშინ მოიპოვა.