ისტორიული შედეგი - თემურ სამხარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

შვედეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლის თემურ სამხარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.  ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

შეჯიბრი სამ მოძრაობაში გაიმართა, ჩაჯდომა, წოლჭიმი და ამოწევა, გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდა.

ქართველმა სპორტსმენმა მძიმე წონაში საერთო ჯამში 912 კილო დაძლია.