იტალიის ჩემპიონატი შეზღუდვებით განახლდება

კორონავირუსის გამო, იტალიაში გულშემატკივრები სტადიონზე 2021 წლის მარტამდე ვერ მივლენ. – ამის შესახებ გაზეთი Daily Mail-ი წერს. "სერია ა" შესაძლოა, 31 მაისს განახლდეს, ოღონდ მაყურებლების გარეშე. გულშემატკივრებს სავარაუდოდ 2021 წლის მარტამდე არ მისცემენ მატჩებზე დასწრების უფლებას. შეზღუდვების მოხსნა სწორედ ამ დროისთვის იგეგმება.