ჯანო ანანიძე ბელორუსიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ფამაგუსტას "ანორთოსის" შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე ბელორუსიის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. 27 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშზე, შეჯახების შედეგად მიიღო. ჯანომ მუხლის გვერდითი მყესი გაიწყვიტა და მინიმუმ 2 თვე ვეღარ ითამაშებს.