ჯოკოვიჩი ოლიმპიადას გამოეთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადას ნახევარფინალში გამოეთიშა. ჩოგბურთელი გერმანელ მეტოქესთან ალექსანდერ ზვერევთან, ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

ალექსანდრ ზვერევს ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 25-ე პოზიციაზე იმყოფება, ოლიმპიადაზე კი მე-12 ნომრად არის წარმოდგენილი.