კაი ჰავერცი ახალი გუნდისთვის მზად არის

ლევერკუზენის "ბაიერის" უნიჭიერესი ნახევარმცველი კაი ჰავერცი, მზად არის მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდეს. Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, ჰავერცი "რეკორდმაისტერში" ზაფხულში გადაბარგდება. თუმცა ტრანსფერი შეიძლება არ შედგეს რადგან "ბაიერი" 100 მილიონს ითხოვს, მიუნხენელები კი ამდენის გადახდას არ აპირებენ.