კახა კუჭავა ლაშა შავდათუაშვილს ულოცავს

კახა კუჭავა ლაშა შავდათუაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტს და სრულიად საქართველოს!“, - წერს კუჭავა.

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია.