კალათბურთელთა 20 წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელინჯზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროჩელინჯზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ახალგაზრდა კალათბურთელებმა თურქეთის გუნდს სძლიეს, 2 ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე განთავსდნენ. 

თბილისის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრა ანგარიშით 77:69 დასრულდა.