კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. 

თავდაპირველად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა - პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე. თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორმა კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა, გაირკვა, რომ პაატა გურასპაული კანდიდატურას მოხსნიდა და არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა.