18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული კალათბურთში, "თბილისის დინამო“ გახდა

18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული კალათბურთში, "თბილისის დინამო“ გახდა. „თბილისის დინამომ“ ფინალურ მატჩში 15 ქულის სხვაობით – 75:60 „მართვე“ დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატების ორგანიზატორი დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირია, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა საკალათბურთო კლუბმა “აკადემიამ”, რომელმაც “ჰიუნდაის” შანსი არ დაუტოვა. ფინალამდე გამართული მატჩი მე-3 ადგილისთვის აკადემიელებმა 89:59 მოიგეს.