ქალმა მოჭადრაკეებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს

ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ქალთა გუნდმა მონტენეგროში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს. ამჯერად, ქართველმა მოჭადრაკეებმა უკრაინის კლუბი დაამარცხეს ანგარიშით 3:1.

ქალაქ ულცინში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.