ქალთა ევრო 2022-ის წილისყრა გაიმართა

მანჩესტერში ქალთა შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 16 გუნდი ოთხ ქვეჯგუფში განაწილდა:

A ჯგუფი – ინგლისი, ავსტრია, ნორვეგია, ჩრ. ირლანდია;

B ჯგუფი – გერმანია, დანია, ესპანეთი, ფინეთი;

C ჯგუფი – ნიდერლანდები, შვედეთი, რუსეთი, შვეიცარია;

D ჯგუფი – საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ისლანდია.

ევრო 2022 ინგლისში 6-31 ივლისს გაიმართება.